შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ დგებუაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ღანირი, ქუთაისის მაზრა. დაამთავრა ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია 1918 წელს; სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ისტორიის განხრით 1920 წლიდან. 1918-1921წწ. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის ოფიცერი; საქართველო–სომხეთის ომის (1918), წითელ ხიდთან საბჭოთა ჯარისა (1920) და 1921 წლის თებერვალში კოჯორ–ტაბახმელასთან რუსული მე–11 წითელი არმიის წინააღმდეგ გამართული ბრძოლების, ამასთანავე ბათუმის ომის (1921, მარტი) აქტიური მონაწილე; 1922-1924წწ. საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის რწმუნებული; საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ–ერთი ლიდერი; 1921-1924წწ. საქართველოს ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე; 1924 წლის აგვისტოში აქტიურად მონაწილეობდა საერთო–ეროვნული აჯანყების მომზადებაში; 1924 წლის სექტემბერში აჯანყების ჩახშობის შემდეგ დახვრიტეს ძმასთან ლ. დგებუაძესთან ერთად თბილისში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.343 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |