The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგო ამაღლობელი

სერგო ამაღლობელი
დაბადების თარიღი:11 ივლისი, 1898
გარდაცვ. თარიღი:13 თებერვალი, 1938  (39 წლის ასაკში)
კატეგორია:დრამატურგი, კრიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ამაღლება, ვანის რაიონი. 

1920-1924 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ და ეკონომიკურ ფაკულტეტზე, ამავე დროს მუშაობდა გაზეთ "ტრიბუნაში"; 1924-1928 წწ. ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კონსერვატორიაში; 1925 წელს იყო რუსთაველის თეატრის დირექტორი; 1926-1927 წწ. სახკინმრეწვის დირექტორი; 1928-1936 წწ. სათავეში ედგა მოსკოვის სხვადასხვა შემოქმედებით დაწესებულებას: 1931–1932 წწ. მოსკოვის ახალი თეატრის, 1933-1936 წწ. კი მოსკოვის მცირე თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 1928-1937 წწ. მოსკოვის ჟურნალ-გაზეთებში სისტემატურად იბეჭდებოდა მისი კრიტიკული და თეორიული წერილები თეატრისა და კინოს შესახებ. რუსულ ენაზე დაწერა რამდენიმე პიესა: "კარგი ცხოვრება" (1934 დადგა მოსკოვის მეორე სამხატვრო თეატრმა), "ჩემი ქვეყანა" და სხვ. მისი მნიშვნელოვანი ნაშრომებია: "თეატრისა და კინოს პრობლემები" (თბ., 1928), მოსკოვში რუსულ ენაზე გამოცემული "ქართული თეატრი" (1930), "დიდი ბრძოლების დრამატურგია" (1933), "მცირე თეატრი" (1935). რეპრესირებული და შემდგომში რეაბილიტირებული.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 1.-თბ.,1975.- გვ. 350; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge; სერგო ამაღლობელი : ცხოვრება და მოღვაწეობა/ჯაბა იოსელიანი.-თბ.,1978.-309გვ.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: