შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იური ანანიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კოთელია, ახალქალაქის რაიონი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი ეკონომიკური კიბერნეტიკის სპეციალობით 1973 წელს. 1978-1982წწ. ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკური კიბერნეტიკის კათედრის ასისტენტი; 1982-1999წწ. ამავე კათედრის დოცენტი; 1999-2006წწ. ეკონომიკური კიბერნეტიკის(შემდგომ ეკონომიკის ანალიზის მათემატიკური მეთოდების) კათედრის გამგე; 2006 წლიდან არის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულების სრული პროფესორი, ეკონომეტრიკის კათედრის ხელმძღვანელი; გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო შრომა, მათ შორის 3 მონოგრაფია; 2005-2012წწ. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ეკონომიკური საბჭოს წევრი; 2012 წლიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მრჩეველთა საბჭოს წევრი. გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო შრომა, მათ შორის 3 მონოგრაფია. ეკნომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.187 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |