The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იური ანანიაშვილი

იური ანანიაშვილი
დაბადების თარიღი:1951  (73 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კოთელია, ახალქალაქის რაიონი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი ეკონომიკური კიბერნეტიკის სპეციალობით 1973 წელს.

1978-1982წწ. ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკური კიბერნეტიკის კათედრის ასისტენტი; 1982-1999წწ. ამავე კათედრის დოცენტი; 1999-2006წწ. ეკონომიკური კიბერნეტიკის(შემდგომ ეკონომიკის ანალიზის მათემატიკური მეთოდების) კათედრის გამგე; 2006 წლიდან არის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულების სრული პროფესორი, ეკონომეტრიკის კათედრის ხელმძღვანელი; გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო შრომა, მათ შორის 3 მონოგრაფია; 2005-2012წწ. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ეკონომიკური საბჭოს წევრი; 2012 წლიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მრჩეველთა საბჭოს წევრი. გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო შრომა, მათ შორის 3 მონოგრაფია. ეკნომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.geსაქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.187

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2023 - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელი (იუნესკოს მიერ დაწესებულ მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით)
    ეკონომიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისთვის
  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში შესრულებულ შრომათა ციკლისათვის - "მაკროეკონომიკური რეგულირების მეთოდები და მოდელები"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: