The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იანო ალიბეგაშვილი

იანო ალიბეგაშვილი
Date of birth:15 October, 1963  (60 years)
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ყაზბეგი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1989 წელს.

მუსიკალური განათლება მიიღო თბილისის კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ სამუსიკო სკოლაში(ლ. ჭყონიას კლასი), სადაც 1980 წლიდან სწავლობდა თეორიულ, ხოლო 1982 წლიდან ვოკალურ განყოფილებებზე; 1984 წლიდან ეუფლება ვოკალურ ხელოვნებას ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში(იულია ფალიაშვილის კლასი); პირველი კურსიდანვე ფესტივალებში მონაწილეობდა, ოპერაში პეტრე ამირანაშვილის იუბილეზე გამოვიდა; ოპერის დასმა გასტროლზე წაიყვანა, მოსკოვში, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ქართველ ვარსკვლავთა საღამოზე მიიწვიეს; 1989 წლიდან ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია(შესრულებული აქვს: ამელია – ვერდის "ბალმასკარადი", ტოსკა – პუჩინის "ტოსკა"), ამავე წელს მონაწილეობა მიიღო ფ. ვინიასის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე ბარსელონაში, პრემია ვერ მოიპოვა, მაგრამ ფლორენციისა და ოზიმოს აკადემიების სტიპენდიებით დააჯილდოვეს; 1991 წლიდან ცხოვრობს იტალიაში, ქ. ოზიმოში, სადაც გაიარა ვოკალური დაოსტატების კურსი ადგილობრივ ვოკალურ აკადემიაში(პროფესორი მელანი); 1992 წელს პეზაროში, მიიღო მონაწილეობა როსინის ფესტივალში, გამოსვლა ფესტივალის სენსაციად იქცა; შემდეგ დაიწყო მისი დიდი კარიერა, ქართველი სოპრანო ევროპის საოპერო თეატრების სასურველი სტუმარი ხდება, 1993 წელს შედგა დებიუტი ლა-სკალაში, იმღერა ალისა "ფალსტაფში" და ლინა "სტიფელიოში", იმუშავა თანამედროვეობის უდიდეს დირიჟორებთან - რიკარდო მუტისთან და ჯანანდრეა გავაძენისთან, მერე იყო დონა ანა, დედოფალი ელისაბედი, ელექტრა, ამელია, ლედი მაკბეტი, ნორმა, მადალენა, ლეონორა, დეზდემონა მსოფლიოს უდიდესი თეატრების სცენებზე; კონტრაქტებით მღერის ევროპის უდიდესი თეატრების სცენებზე მრავალფეროვანი რეპერტუარით(ძირითადად, ვერდის და პუჩინის, აგრეთვე ჰენდელის, მოცარტის, როსინის, ბელინის ოპერები); თანამშრომლობს მსოფლიოს განთქმულ დირიჟორებთან და მომღერლებთან(საზღვარგარეთ მას იანო თამარის სახელით იცნობენ); ფლობს იშვიათი სილამაზის ტემბრის ხმას(დრამატული სოპრანო); უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II–ს მიერ დაწერილი უნიკალური ნაწარმოები "ავე მარია" პირველად მან შეასრულა.

წყარო:  მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 14


Share: