The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე ბრეგაძე

კონსტანტინე ბრეგაძე
Date of birth:16 March, 1974  (50 years)
Category:Scientist, Educator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, გერმანული ფილოლოგიის მიმართულებით 1996 წელს.

1997-1998წწ. სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა გერმანიაში ბამბერგის ოტო-ფრიდრიხის სახელობის უნივერსიტეტში; 1994-2001წწ. პროფესორ გურამ რამიშვილის სახელობის მე-6 საავტორო სკოლა, გერმანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 1999-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გერმანული ფილოლოგიის კათედრა, ლექტორი; 1999-2001წწ. რომანულ-გერმანიკული ენათმეცნიერების კათედრის ასპირანტი; 2001-2002წწ. გერმანიის აკადემიური გაცვლების სამსახურის(DAAD) სტიპენდიანტი კონსტანცის უნივერსიტეტში; 2002-2003წწ. პედაგოგიური პრაქტიკა გოეთეს სახელობის გერმანული კულტურის ინსტიტუტში; 2004–2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის რომანულ-გერმანიკული ენათმეცნიერების კათედრის დოცენტი;  2009 წლიდან ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ლიტერატურის თეორიისა და კომპარატივისტიკის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი; 2012 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული ფაკულტეტი, გერმანული ფილოლოგიის კათედრა, ლექტორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ნოვალისის ენის ფილოსოფია", დაიცვა 2004 წელს. 

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდი: tsu.ge

Member of Organizations

  • გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების თბილისის ფილიალი, წევრი (2004-)
  • ნოვალისის საერთაშორისო საზოგადოება, წევრი

Bibliography


Share: