The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მედეა ამირანაშვილი

მედეა ამირანაშვილი
დაბადების თარიღი:10 სექტემბერი, 1930  (88 წლის)
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1954 წელს.

1954 წელს შედგა მისი დებიუტი ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე (მარგარიტა, გუნოს "ფაუსტი"), რის შემდეგაც ამ თეატრის წამყვანი სოლისტია, ფლობს ძლიერ, ლამაზი ტემბრის ხმას(ლირიული სოპრანო), ასრულებს სოპრანოს მთავარ პარტიებს: მარო, ეთერი, მარიხი(ზ. ფალიაშვილის "დაისი", "აბესალომ და ეთერი"), ლელა(რ. ლაღიძის "ლელა"), ტატიანა(პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი"), ზემფირა (რახმანინოვის "ალეკო"), ბატერფლაი, მიმი(პუჩინის "ჩიო–ჩიო–სანი", "ბოჰემა"), ლეონორა, ვიოლეტა(ვერდის "ტრუბადური", "ტრავიატა"), ელზა(ვაგნერის "ლოენგრინი"); ფილმებში "აბესალომ და ეთერი", "დაისი", "ჭრიჭინა" ახმოვანებს ეთერს, მაროს და ჭრიჭინას; მისთვის დამახასიათებელია ფართო ვოკალურ-არტისტული დიაპაზონი, შინაგანი ექსპრესია და შემოქმედებითი დისციპლინა; 1981 წლიდან არის ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი; 1991 წლიდან ქ. ქუთაისის საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია; გასტროლებს მართავდა მრავალ ქვეყანაში; მისმა შემოქმედებამ ფართო აღიარება მოიპოვა. "მადამ ბატერფლაის" საერთაშორისო კონკურსი (ოსაკა) გამარჯვებული (1970).

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 15

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1971 - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია
  • 1965 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1962 - გლინკას სახელობის კონკურსი (მოსკოვი)

გააზიარე: