The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პაატა ბუხრაშვილი

პაატა ბუხრაშვილი
დაბადების თარიღი:28 მარტი, 1960  (64 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი ეთნოგრაფიის სპეციალობით 1983 წელს; ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა ეთნოლოგიის სპეციალობით 1989 წელს.

1980-1988წწ. სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის სვანეთის კომპლექსური ექსპედიციის მეცნიერ-თანამშრომელი; 1985-1987წწ. არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლინგვისტური ექსპედიციის მეცნიერ-თანამშრომელი; 1983-2006წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1994-2006წწ. სულხან-საბა ორბელიანის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის კავკასიის ხალხთა ისტორიის კათედრის დოცენტი; 1990-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოლოგიის კათედრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1989-1996წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს ისტორიის კათედრის დოცენტი; 2006-2010წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და კულტურის კვლევების ფაკულტეტის დეკანი; 2010 წლიდან ხელმძღვანელობს ამავე უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის ვიზუალური ანთროპოლოგიისა და ლოკალური ისტორიის კვლევების ლაბორატორიას. პაატა ბუხრაშვილის სამეცნიერო ინტერესის სფეროა: ისტორია, ეთნოლოგია, არქეოლოგია, კავკასიის და წინა აზიის წინარე და ძველი ისტორია და არქეოლოგია, კავკასიის თანამედროვე ისტორიის და ეთნოლოგიის საკითხები. ნაშრომები - iliauni.academia.edu.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საცხოვრისი ეთნიკურ ყოფაში", დაიცვა 1989 წელს.

წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი: faculty.iliauni.edu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: