Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პაატა ბუხრაშვილი![]()
Biographyდაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი ეთნოგრაფიის სპეციალობით 1983 წელს; ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა ეთნოლოგიის სპეციალობით 1989 წელს. 1980-1988წწ. სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის სვანეთის კომპლექსური ექსპედიციის მეცნიერ-თანამშრომელი; 1985-1987წწ. არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლინგვისტური ექსპედიციის მეცნიერ-თანამშრომელი; 1983-2006წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1994-2006წწ. სულხან-საბა ორბელიანის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის კავკასიის ხალხთა ისტორიის კათედრის დოცენტი; 1990-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოლოგიის კათედრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1989-1996წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს ისტორიის კათედრის დოცენტი; 2006-2010წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და კულტურის კვლევების ფაკულტეტის დეკანი; 2010 წლიდან ხელმძღვანელობს ამავე უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის ვიზუალური ანთროპოლოგიისა და ლოკალური ისტორიის კვლევების ლაბორატორიას. პაატა ბუხრაშვილის სამეცნიერო ინტერესის სფეროა: ისტორია, ეთნოლოგია, არქეოლოგია, კავკასიის და წინა აზიის წინარე და ძველი ისტორია და არქეოლოგია, კავკასიის თანამედროვე ისტორიის და ეთნოლოგიის საკითხები. ნაშრომები - iliauni.academia.edu. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საცხოვრისი ეთნიკურ ყოფაში", დაიცვა 1989 წელს. წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი: faculty.iliauni.edu.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |