The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ალექსიძე

ალექსანდრე ალექსიძე
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე სონღულაშვილი
დაბადების თარიღი:1874
გარდაცვ. თარიღი:27 დეკემბერი, 1934  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ასრულებდა  როგორც ქართულ ისე კავკასიის ხალხთა ცეკვებს (ბუხარის ემირისაგან მიღებული ჰქონდა ჯილდო). 1896–1924 წლებში იყო თბილისის საოპერო თეატრის სოლისტი. ცეკვავდა საოპერო დადგმების ქორეოგრაფიულ სცენებში: "რუსლან და ლიუდმილა" (მ. გლინკა), "დემონი" (ა. რუბინშტეინი) და სხვ. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული ხალხური ცეკვების პროპაგანდის საქმეში. ქართველ მოცეკვავეთა კვალიფიცირებული კადრის მომზადების მიზნით 1902 წელს თბილისში დააარსა ხალხური ცეკვების პირველი სტუდია, რომელსაც სათავეში ედგა 1934 წლამდე. მისი მოწაფეები იყვნენ ი. სუხიშვილი, ა. ჩიხლაძე, ს. ნონიაშვილი, მ. სულხანიშვილი, შ. ჩირაძე, რ. ჭოხონელიძე და სხვ. 1895 წელს პარიზში, რუსულ ეთნოგრაფიულ გამოფენაზე ქართული ცეკვების შესრულებისათვის ოქროს დიდი მედლით დააჯილდოვეს. ჟურნალში "თეატრი და ცხოვრება" (1924, №18/21, გვ 10) გამოაქვეყნა სტატია ქორეოგრაფიის შესახებ. პირველი ქართველი პროფესიონალი მოცეკვავე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.105 


გააზიარე: