The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პეტრე ამირანაშვილი

პეტრე ამირანაშვილი
დაბადების თარიღი:16 ნოემბერი, 1907
გარდაცვ. თარიღი:26 ნოემბერი, 1976  (69 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნიგოეთი, ლანჩხუთის რაიონი

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1930 წელს.

1930 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; 1962–1976წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში; არსებობს ამირანაშვილის სახელობის სტიპენდია; დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული საოპერო ხელოვნების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში; მის შემოქმედებას ახასიათებს ეროვნული თვითმყოფადობა, მგზნებარე ტემპერამენტი და ვოკალურ-დრამატული განსახიერების სანიმუშო მთლიანობა; ხელი შეუწყო ქართველი კომპოზიტორების ახალი ოპერების წარმატებას, აღსანისნავია მისი კაკო(ანდრიაშვილის "კაკო ყაჩაღი"), ავთანდილი(მშველიძის "ამბავი ტარიელისა", სახელმწიფო პრემია, 1947), გოჩა(აზმაიფარაშვილის "ხევისბერი გოჩა") და განსაკუთრებით ჩალხია(თაქთაქიშვილის "მინდია"), არტისტიზმი სრული ძალით გამოვლინდა არაქართულ ოპერებშიც, ევგენი ონეგინის(ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი"), გრიაზნოის(რიმსკი–კორსაკოვის "მეფის საცოლე"), ამონასროს, რიგოლეტოს, დი-ლუნას, იაგოს(ვერდის "აიდა", "რიგოლეტო", "ტრუბადური", "ოტელო"), ესკამილიოს(ბიზეს "კარმენი"), ფიგაროს(როსინის "სევილიელი დალაქი"), ტონიოს(ლეონკავალოს "ჯამბაზები"), სკარპიას(პუჩინის "ტოსკა") პარტიებში; გადაღებულია კინოფილმში "ქეთო და კოტე"(1948, თავადი ლევანი, რეჟისორი ვ. ტაბლიაშვილი); იგი წარმატებით გამოდიოდა მოსკოვის, ლენინგრადის, კიევის, მინსკისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქების, აგრეთვე სახალხო დემოკრატიული ქვეყნების საოპერო სცენებზე. 

წყარო:  მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 16

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1974 - სომხეთის სახალხო არტისტი
  • 1971 - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია
  • 1950 - სსრკ სახალხო არტისტი
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: