The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირინე ალექსიძე

ირინე ალექსიძე
დაბადების თარიღი:21 იანვარი, 1914
გარდაცვ. თარიღი:1996  (81 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

თბილისში დაამთავრა მარია პერინის საბალეტო სტუდია(1930), მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი(1939), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1941 წელს.

1944-1961წწ. იყო თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის წამყვანი სოლისტი. შესრულებული აქვს შემდეგი პარტიები: ჯავარა(დ. თორაძის "გორდა"), ნიავი(გ. კილაძის "სინათლე"), მანიჟე(ა. ბალანჩივაძის "მთების გული"), ზოია რუხაძე (დ. თორაძის "მშვიდობისათვის") და სხვ. 1968 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ბალერინა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.106

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1960 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1951 - სახელმწიფო პრემია, ჯავარას(დ. თორაძის "გორდა") როლის შესრულებისთვის

გააზიარე: