შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ალექსიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი წრომი, ხაშურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი 1925 წელს. 1935 წლიდან მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მცენარეთა დაცვის განყოფილების გამგედ. გამოიკვლია ვაზის, ბოსტნისა და ბაღჩეული კულტურების მავნებელთა ბიოეკოლოგიური საკითხები, შეიმუშავა მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. სოფლის მეურნეობის დოქტორი (1942), ენტომოლოგი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.107 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |