The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ალექსიძე

ნიკოლოზ ალექსიძე
დაბადების თარიღი:28 დეკემბერი, 1900
გარდაცვ. თარიღი:14 თებერვალი, 1970  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი წრომი, ხაშურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი 1925 წელს.

1935 წლიდან მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მცენარეთა დაცვის განყოფილების გამგედ. გამოიკვლია ვაზის, ბოსტნისა და ბაღჩეული კულტურების მავნებელთა ბიოეკოლოგიური საკითხები, შეიმუშავა მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. სოფლის მეურნეობის დოქტორი (1942), ენტომოლოგი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.107

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1962 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1945 - მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისთვის"

გააზიარე: