The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალი-ბეი ალ-ქაბირი

ალი-ბეი ალ-ქაბირი
Date of birth:1728
Date of death:8 May, 1773  (at 45 years)
Category:Military Person

Biography

ეგვიპტის მამლუქი მმართველი 1763–1772 წლებში. დაიბადა აფხაზეთში, ქართველი მღვდლის ოჯახში, სახელად იოსები. 1741 წელს მოიტაცეს და ეგვიპტეში ვინმე ვაჭარ კიურდ აჰმადს მიჰყიდეს, რომელმაც იგი ტომით ქართველს, მაღალი სახელმწიფო თანამდებობის მოხელეს, იბრაჰიმ ქაჰიას უფეშქაშა. ალი–ბეი ალ–ქაბირი თავისი ნიჭის წყალობით მალე დაწინაურდა. 1763 წელს იგი სრულიად ეგვიპტის მამლუქთა ხელისუფლების თავკაცად "შეიხ ალ–ბალადად" აირჩიეს. რუსეთ–ოსმალეთის ომის(1768–1774) დროს რუსეთს დაუკავშირდა. დაარღვია ოსმალეთთან 1517 წელს დადებული ხელშეკრულება(რომლის თანახმად ომის დროს ეგვიპტეს 12000 მეომარი უნდა გამოეყვანა ოსმალეთის დასახმარებლად), ფაშა კაიროდან გააძევა. 1769 წელს ეგვიპტის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ილაშქრა არაბეთში და ჰიჯაზი შემოიერთა, რისთვისაც მექა–მედინის შერიფმა აბდ ალ–ლაჰმა 1771 წელს ეგვიპტისა და წითელ–ხმელთაშუა ზღვების სულთნობა უბოძა და მეტსახელად "ქაბირი"("დიდი") უწოდა. 1772 წელს გაათავისუფლა პალესტინა, ლიბანი და სირიის სამხრეთ ნაწილი დამასკოს ჩათვლით. მამლუქ მხედართმთავართა ერთი ნაწილი აბუ ზაჰაბის მეთაურობით განუდგა მას. ალი–ბეი ალ–ქაბირი შეებრძოლა განდგომილთ, დამარცხდა და აკაში გაიქცა. შემდეგ რუსების სამხედრო დახმარებით გადაახალისა ჯარი და 1773 წელს, ხელისუფლების აღდგენის მიზნით, მეამბოხე ბეგების წინააღმდეგ დაიძრა, მაგრამ სამიჰიას ბრძოლაში დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა. მოკლეს კაიროში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.109


Share: