შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რაჟდენ ალისუბნელი![]()
ბიოგრაფიასწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, შემდეგ ხარკოვის უნივერსიტეტში. თანამშრომლობდა გაზეთებში "დროებასა" და "თეატრებში". დაბეჭდილი აქვს წერილების სერია "ხმა ქუთაისიდან"–ეკონომიკის, კულტურის და საზოგადოებრივი ცხოვრების მიმოხილვანი. "თეატრში" ბეჭდავდა კრიტიკულ წერილებს ("ჩვენ ლიტერატურაზედ", "ჩვენ პუბლიცისტთა მიმართ"). აქვეყნებდა პოეტურ და პროზაულ ნაწარმოებებსაც. მისი ლირიკა საზოგადოებრივ–პუბლიცისტური ხასიათისაა. თემებითა და მოტივებით ძალიან ჰგავს აკაკი წერეთლის ლიტერატურული სკოლის წარმომადგენელთა შემოქმედებას. ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობას. თარგმნა ჯ. ბაირონის ("მოგონება", "ებრაული მელოდია"), ფ. შილერის ("სამშობლოს გმირნი", "მეფანდურის ქალი"), მ. ლერმონტოვის ("სიმღერა გლადიატორთა") თხზულებები. მასვე ეკუთვნის გამოხმაურება ე. ბოსლეველის მკვლელობაზე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.110
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |