შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ალექსიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო აკადემიკოს სიმონ ყაუხჩიშვილის ხელმძღვანელობით ასპირანტურაში ბერძნულ–რომაული ფილოლოგიის განხრით. სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრაზე. 1974–1976 წლებში იყო თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენების სახელმწიფო ინსტიტუტის რექტორი. არის 80–მდე ნაშრომის ავტორი კლასიკური ფილოლოგიისა და ბიზანტიოლოგიის სფეროებში ქართულ და უცხოურ ენებზე. საერთაშორისო აღიარება მოუტანა მონოგრაფიებმა "XII-XIV საუკუნეების ბერძნული სარაინდო რომანის სამყარო" და "XI–XII საუკუნეების ბიზანტიური ლიტერატურა", რომელშიც ახლებურადაა გადაჭრილი ბიზანტიური საერო ლიტერატურის მრავალი აქტუალური პრობლემა. ახალი თაობის მეცნიერთაგან მან პირველმა იმოგზაურა ათონის მთაზე, მოინახულა ივერთა ლავრა, რომელსაც მიუძღვნა მონოგრაფია "ათონი ათასწლოვანი". მისი ვრცელი მიმოხილვითი წერილი ქართული ლიტერატურის ისტორიაზე დაიბეჭდა გალიმარის ფრანგულ ენციკლოპედიაში. იგი არის ავტორი რუსეთის აკადემიის მიერ გამოსაცემად მომზადებული "ბიზანტიური კულტურის" სამტომეულის იმ თავებისა, რომელიც ბიზანტიურ საერო ლიტერატურას ეძღვნება. წლების მანძილზე მუშაობდა მიწვეულ პროფესორად სტრასბურგის(საფრანგეთი), კრეტის, იანინის(საბერძნეთი) უნივერსიტეტებში. იყო ბიზანტიოლოგიის და კლასიკური ფილოლოგიის სფეროებში საერთაშორისო ფორუმების მონაწილე და ორგანიზატორი. ამ დარგებში გამოცემათა უცხოური სერიების სარედაქციო კოლეგიების წევრი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(1977), პროფესორი(1978), საზოგადო მოღვაწე. ცნობილი ქართველი რეჟისორის დოდო ალექსიძის შვილი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.105 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |