შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ ალექსიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი 1962 წელს. 1967–1973 წლებში მუშაობდა საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის უფროს მეცნიერ–თანამშრომლად. 1974–1983 წლებში და 1987 წლიდან იყო საქართველოს მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში. 1983–1987 წლებში იყო აშშ–ს მცენარეთა დაცვის ექსპერტი. მან შეისწავლა საქართველოს პირობებში ხეხილისა და ვაზის მავნებლების ბიოეკოლოგია, მათი რიცხობრიობის მარეგულირებლი ფაქტორები და დაამუშავა მათ წინაარმდეგ ბრძოლის ინტეგრირებული ღონისძიებები. პირველად საქართველოში ხეხილის აგროცენოზებისათვის დაადგინა მავნე და სასარგებლო მწერების ურთიერთდამოკიდებულება მათემატიკური მოდელირებისა და ელექტრონულ–გამომთვლელი მანქანების გამოყენებით, გამოიკვლია პესტიციდების მოქმედება მავნე და სასარგებლო მწერებზე და შეიმუშავა ეკოლოგიური თვალსაზრისით მათი უსაფრთხოდ გამოყენების მეთოდები; არის 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის 17 მონოგრაფიისა და 10-ზე მეტი ბროშურის, 80-ზე მეტი ნაშრომი გამოქვეყნებულია საერთაშორისო ჟურნალებში; ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1989), პროფესორი (1989), ენტომოლოგი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.105; საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის უწყებები: science.org.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.277 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |