The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ ალექსიძე

გურამ ალექსიძე
Date of birth:30 July, 1939  (84 years)
Category:Biologist, Scientist, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი 1962 წელს.

1967–1973 წლებში მუშაობდა საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის უფროს მეცნიერ–თანამშრომლად. 1974–1983 წლებში და 1987 წლიდან იყო საქართველოს მცენარეთა დაცვის  ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში. 1983–1987 წლებში იყო აშშ–ს მცენარეთა დაცვის ექსპერტი. მან შეისწავლა საქართველოს პირობებში ხეხილისა და ვაზის მავნებლების ბიოეკოლოგია, მათი  რიცხობრიობის მარეგულირებლი  ფაქტორები და დაამუშავა მათ წინაარმდეგ ბრძოლის ინტეგრირებული ღონისძიებები. პირველად საქართველოში ხეხილის აგროცენოზებისათვის დაადგინა მავნე და სასარგებლო მწერების ურთიერთდამოკიდებულება მათემატიკური მოდელირებისა და ელექტრონულ–გამომთვლელი მანქანების გამოყენებით, გამოიკვლია პესტიციდების მოქმედება მავნე და სასარგებლო მწერებზე და შეიმუშავა ეკოლოგიური თვალსაზრისით მათი უსაფრთხოდ გამოყენების მეთოდები; არის 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის 17 მონოგრაფიისა და 10-ზე მეტი ბროშურის, 80-ზე მეტი ნაშრომი გამოქვეყნებულია საერთაშორისო ჟურნალებში; ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1989), პროფესორი (1989), ენტომოლოგი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.105; საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის უწყებები: science.org.geწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.277

Member of Organizations

  • საქართველოს სოფლის მეურნეობათა მეცნიერების აკადემია, პრეზიდენტი (2013-)
  • საქართველოს სოფლის მეურნეობათა მეცნიერების აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1991-)
  • საქართველოს სოფლის მეურნეობათა მეცნიერების აკადემია, აკადემიკოსი (1992-)

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    საქართველოში სოფლის მეურნეობის მეცნიერების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილის, ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის

Bibliography


Share: