The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ გვახარია

ვახტანგ გვახარია
დაბადების თარიღი:17 სექტემბერი, 1940  (83 წლის)
კატეგორია:გეოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური ქიმიის ფაკულტეტი 1963 წელს. ქ. მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა ფიზიკური ქიმიის სპეციალობით 1968 წელს.

მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციასა და სამეცნიერო პროექტში. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა: ანალიზის ინსტრუმენტული მეთოდები, გარემოს ობიექტების კვლევა, ეკოლოგია, ეკოლოგიური რისკების შეფასება, საქართველოს მიწისქვეშა წყლების კვლევა, შავი ზღვის ეკოლოგია, ჰიდროქიმია, საქართველოს მიწისქვეშა წყლები და ა.შ. წლების განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციების კურსს ფიზიკურ ქიმიასა და ნივთიერებათა აღნაგობაში; არის სამეცნიერო-კვლევითი ფირმა "გამას" დამფუძნებელი; 2009 წლიდან ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში გარემოს ფიზიკურ-ქიმიური კვლევის მეთოდების განყოფილების ხელმძღვანელი; ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, ასწავლის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში და არის ამავე უნივერსიტეტის პროფესორი და გამოყენებითი ეკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელია.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Исследование природы OH групп в цеолитах", დაიცვა 1970 წელს.

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდი: tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: