The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გალაქტიონ ალფაიძე

გალაქტიონ ალფაიძე
Date of birth:7 November, 1916
Date of death:2 May, 2006  (at 89 years)
Burial location:ტროეკუროვის სასაფლაო, მოსკოვი
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კურსები, ტყიბულის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის ინდუსტრიული ტექნიკუმი 1937 წელს, თბილისის საარტილერიო სასწავლებელი 1940 წელს, ფ. ძერჟინსკის სახელობის საარტილერიო აკადემია 1951 წელს.

მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა მოსკოვის მისადგომებთან, დნეპრთან, დნესრტთან, კიშინიოვთან, ბალატონის ტბასთან. 1975–1992 წლებში იყო მოსკოვის თბოტექნიკის ინსტიტუტის მთავარი კონსტრუქტორი და დირექტორის მოადგილე. გენერალ–ლეიტენანტი. საბჭოთა კავშირის გმირი (28 აპრილი, 1945 წელი). მიღებული აქვს საზღვარგარეთის ქვეყნების (რუმინეთი, უნგრეთი) ჯილდოები. იყო ქალაქ მირნის (1975), მალოიაროსლავეცის (1985) და ტყიბულის საპატიო მოქალაქე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.116

Member of Organizations

  • სსრკ II მოწვევის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი

Awards and Honors

  • 1945 - საბჭოთა კავშირის გმირი, ბალატონის ტბასთან ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ალექსანდრე ნეველის სახელობის ორდენი
  • ლენინის ორდენი
  • წითელი დროშის ორდენი

Share: