Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ დუდაური![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოლოგის სპეციალობით 1955 წელს. 1955–1958წწ. ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიური ინსტიტუტის ასპირანტი; 1958–1965წწ. ამავე ინსტიტუტის უმცროსი, 1965–1978წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1978–2005წწ. იზოტოპური გეოქრონოლოგიის განყოფილების გამგე; 1995-2000წწ. ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1988 წელს მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა საერთაშორისო გეოქრონოლოგიური ექსპედიცია აფახაზეთში, რომლის შედეგები გამოქვეყნდა ქ. იენაში (გერმანია) ჟურნალ "Chemie der Erde"-ში; მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციასა და სამეცნიერო პროექტში. მისი კვლევის ინტერესების სფეროა: საქართველოს ფანეროზოული ინტრუზიული კომპლექსების პეტროლოგია და იზოტოპური გეოქრონოლოგია. 2003 წლიდან ლექციებს კითხულობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში; 2009 წლიდან ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი და ინსტიტუტის შრომების რედკოლეგიის წევრი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს მეზოზოური ინტრუზიული კომპლექსების პეტროლოგია და იზოტოპური გეოქრონოლოგია", დაიცვა 2003 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.145; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |