შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაკა ელბაქიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (მიმართულება - ქართული ფილოლოგია 1987 წელს; ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა რუსთველოლოგიის სპეციალობით 1990 წელს. 1990-1994წწ. უმცროსი, 1994-2006 წლებში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-საზღვარგარეთული ლიტერატურული ურთიერთობების ლაბორატორიაში; 2000-2003წწ. ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრა; 2006 წელს სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა კემბრიჯის უნივერსიტეტში, მარიამ მაგდალინელის კოლეჯში (შუასაუკუნეებისა და რენესანსული ლიტერატურის განყოფილება); 2005-2008წწ. ჰუმანიტარული ფაკულტეტის ფილოლოგიის მიმართულების დარგობრივი კოლეგიის თავმჯდომარე და საუნივერსიტეტო საგამომცემლო კოლეგიის წევრი; 2008 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დარგობრივი ფილოლოგიის) სექციის სადისერტაციო კომისიის, კომპარატივისტული ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაციისა (ICLA) და ასევე კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA) გამგეობის წევრი; აქტიურად მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციაში. ავტორია 40-ზე მეტი გამოქვეყნებული ნაშრომისა და მონოგრაფიის. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა: რუსთველოლოგია, ქართული ლიტერატურა, კომპარატივისტული ლიტერატურა და ა.შ. 2006 წლიდან ყოველწლიური სამეცნიერო ჟურნალ "ლიტერატურული ძიებანის" მთავარი რედაქტორი, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი და შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. წყარო: შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი: litinstituti.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |