The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე ალიხანოვი

კონსტანტინე ალიხანოვი
დაბადების თარიღი:1848
გარდაცვ. თარიღი:1931  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია 1868 წელს.

ფორტეპიანოზე დაკვრას სწავლობდა თბილისში, ე. ეფშტეინთან. 1875 წელს ჩაირიცხა პეტერბურგის კონსერვატორიაში. 1872–1874 წლებში მონაწილეობდა "კავკასიის სამუსიკო საზოგადოების" კონცერტებში. 1874 წელს ხ. სავანელთან და ა. მიზანდართან ერთად დააარსა თბილისის სამუსიკო(საგუნდო) კლასები, რითაც საფუძველი ჩაუყარა პროფესიულ სამუსიკო განათლებას საქართველოში და ამიერკავკასიაშიც. 1876 წლიდან კლასების ბაზაზე შეიქმნა სამუსიკო სკოლა, 1886 წელს სამუსიკო სასწავლებელი, 1917 წელს კონსერვატორია.  კონსტანტინე ალიხანოვი 1863 წლიდან იყო რუსული სამუსიკო საზოგადოების თბილისის განყოფილების დირექტორი. მუსიკალური მოღვაწე, პიანისტი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.111


გააზიარე: