The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით თარხნიშვილი

დავით თარხნიშვილი
დაბადების თარიღი:1960  (64 წლის)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1982 წელს.

მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ატარებდა პოსტსადოქტორო კვლევებს ბანგორის უნივერსიტეტსა (დიდი ბრიტანეთი, 1996-1997) და ბონის ზოოლოგიის ინსტიტუტში (გერმანია, 1999-2003). მისი ძირითადი კვლევითი საკითხებია: ამფიბიების და ქვეწარმავლების ეკოლოგია, ბიოგეოგრაფია, პოპულაციური გენეტიკა და ევოლუცია. გამოქვეყნებული აქვს ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. 2006 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში; სხვადასხვა დროს იყო სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი და ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი; 2015 წლიდან არის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ამფიბიების სახეობათაშორისი კონკურენცია", დაიცვა 1987 წელს (სვერდლოვსკის ეკოლოგიის კვლევითი ინსტიტუტი).

წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: faculty.iliauni.edu.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2023 - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელი (იუნესკოს მიერ დაწესებულ მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით)
    ბიომრავალფეროვნების დარგში სამეცნიერო მიღწევებისთვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: