Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იაკობ ალხაზიშვილი![]()
Biographyდაამთავრა პეტერბურგის კადეტთა მე-2 კორპუსი 1844 წელს და პრაპორშჩიკის ჩინით დაინიშნა ლაიბგვარდიის პოლკში. მონაწილეობდა რუსეთის არმიის თითქმის ყველა იმდროინდელ ლაშქრობაში. 1874 წელს მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი და დაინიშნა კავკასიის ქვეითი ბრიგადის მეთაურად. 1877 წლის 13 ივნისს იაკობ ალხაზიშვილმა გურიის, იმერეთისა და ენგურის რაზმებით ილორთან ბრძოლაში დაამარცხა ოსმალთა დიდი დესანტი, რომელმაც საფრთხე შეუქმნა დასავლეთ საქართველოს. 15 ივნისს ოჩამჩირის მახლობლად მან კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა უკუქცეულ მტერს და 20 აგვისტოს ბრძოლით დაიკავა სოხუმი. მონაწილეობდა ალაჯის ბრძოლაში რუსეთის არმიის მიერ ყარსის ციხესიმაგრის გარემოცვის დროს იერიშით აიღო ორი ფორტი და ქუთაისის ქვეითი ათასეულით ქალაქში ერთ-ერთი პირველი შეიჭრა. ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისათვის ალხაზიშვილს გენერალ-ლეიტენანტის ჩინი მიენიჭა. შემდეგ იგი მეთაურობდა კავკასიის 41-ე ქვეით დივიზიას (1878), კავკასიის გრენადერთა დივიზიას (1883) და კავკასიის მე-3 საარმიო კორპუსს (1885). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.345-346 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |