შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა ალხაზიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა გორის კლასიკური გიმნაზია 1917 წელს და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ახალქალაქში. 1918 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. 1924 წელს გახდა "ფუტურისტ–ლეფელების" ჯგუფის წევრი. ლიტერატურის და ხელოვნების საკითხებზე წერილებს აქვეყნებდა პრესაში("ლიტერატურა და სხვა", "მნათობი", "მემარცხენეობა", "საბჭოთა ხელოვნება"). მუშაობდა წითელი არმიის ქართული დივიზიის პოლიტგანყოფილებაში კულტმუშაკად, "სახკინმრეწვში", ხელოვნების სამმართველოში. ჟურნალ "საბჭოთა ხელოვნებისა" და "მნათობის" რედაქციებში. არის კინოფილმების "საბა"(1928, რეჟისორი მ. ჭიაურელი) და "საკანი 79"(1932, რეჟისორი შ. ბერიშვილი) სცენარების თანაავტორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.117 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |