The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შიო დედაბრიშვილი

დაბადების თარიღი:30 ივლისი, 1932
გარდაცვ. თარიღი:15 ოქტომბერი, 1977  (45 წლის ასაკში)
კატეგორია:არქეოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი 1957 წელს.

1960 წლიდან მონაწილეობდა ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიულ არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიული ინსტიტუტის არქეოლოგიურ ექსპედიციებში; 1961 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის თანამშრომელი; 1977 წლიდან არქეოლოგიური კვლევის ცენტრის კახეთის N2 არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი; მის სახელთანაა დაკავშირებული იორ–ალაზნის აუზის ადრინდელი და შუა ბრინჯაოს ხანის ძეგლების გეგმაზომიერი არქეოლოგიური გათხრების დაწყება; მან ცენტრალურ ამიერკავკასიაში გამოყო მტკვარ–არაქსის კულტურის ლოკალური ვარიანტები, გამოიკვლია ამ კულტურის კავშირი შუა ბრინჯაოს ხანის მასალასთან; ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი(1970).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.346


გააზიარე: