The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დედას ლევანა

დედას ლევანა
ოფიციალური სახელი:ლევან ასაბაშვილი
დაბადების თარიღი:15 დეკემბერი, 1859
გარდაცვ. თარიღი:1934  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი შილდა, ყვარლის რაიონი
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შილდა, ყვარლის რაიონი. 

ჰქონდა ფართო დიაპაზონის, ძლიერი, მოქნილი, მომხიბლავი ტენორი; დიდი ოსტატობით ასრულებდა კახური სიმღერების კლასიკურ ნიმუშებს: "ჩაკრულოს", "გრძელ მრავალჟამიერს", "ხეუროს", "გუშინ შვიდნი გურჯანელნის", "ჩონგუროს", "მაყრულებს"; 1927 წელს მოეწყო მისი საჯარო გამოსვლა შილდელ მომღერლებთან ერთად რუსთაველის სცენაზე (პოეტ ი. მჭედლიშვილის ინიციატივით); სახალხო მომღერალი, ქართლ–კახური სასიმღერო შემოქმედების უბადლო მცოდნე და შემსრულებელი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.349


გააზიარე: