შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იაგო კაჭკაჭიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1987 წელს. სოციოლოგიის დოქტორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების ხელმძღვანელი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. კითხულობს კურსებს როგორც სოციალური თეორიების, ისე კვლევის მეთოდების სფეროში. აკადემიური საქმიანობის პარალელურად, აქტიურად არის ჩართული ემპირიული კვლევების განხორციელებაში. ხელმძღვანელობს არასამთავრობო კვლევით ორგანიზაციას "სოციალური ანალიზისა და კვლევის ინსტიტუტი" (ISSA). მონაწილეობა აქვს მიღებული ორმოცდაათზე მეტ საერთაშორისო პროექტში, როგორც პროექტის დირექტორს და/ან ანალიტიკოსს. არის 5 წიგნის და 40-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი/თანაავტორი, რომელთა ნაწილი დაბეჭდილია საერთაშორისო გამოცემებეში ინგლისურ და რუსულ ენებზე. არის საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის ("Social Policy And Social Work In Transition’’) თანარედაქტორი (ჟურნალი გამოიცემა დიდ ბრიტანეთში). ერთობლივი აკადემიური და კვლევითი პროექტები აქვს განხორციელებული შემდეგ უნივერიტეტებთან: ნიუ-ჯერსის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ), ლივერპულის უნივერსიტეტი (ინგლისი), ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი (გერმანია), შეფილდ-ჰალამის უნივერსიტეტი (ინგლისი), ტალინის უნივერსიტეტი (ესტონეთი), ვილნიუსის პედაგოგიური უნივერსიტეტი (ლიტვა), ლუბლიანას უნივერსიტეტი (სლოვენია). 2006 წლიდან არის ევროკავშირის ტემპუსის პროგრამის სამი საგრანტო პროექტის აკადემიური ხელმძღვანელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი (2004). სადოქტორო დისერტაციის თემა - "სოციალური მოქმედების თეორიები", დაიცვა 2002 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.549; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge; სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი: issa-georgia.com ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |