Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ალხაზაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1939 წელს და გოროხოვეცის სამხედრო აკადემია 1950 წელს. 1941–1945 წლებში მოქმედ არმიაში იყო ბრიგადის, შემდეგ დივიზიის ქიმიური სამსახურის უფროსი. 1945–1953 წლებში მთავარსამთომშენის მეცნიერ–თანამშრომელი. 1953 წლიდან მუშაობდა სრულიად საკავშირო ქიმიური ტექნოლოგიების სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის უფროს მეცნიერ–თანამშრომლად, ლაბორატორიის ხელმძღვანელად. 1961–1971 წლებში, 1971 წლიდან გარდაცვალებამდე განყოფილების უფროსად. სათავეში ედგა იშვიათი და რადიოაქტიური ლითონების გამოყენების ახალი ტექნოლოგიების ათვისების მნიშვნელოვან სამუშაოებს. ყოფილ საბჭოთა კავშირში და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში უშუალოდ ხელმძღვანელობდა კომპლექსური წიაღისეულის გადამუშავებისა და ათვისების მსხვილ საწარმოთა დაპროექტებასა და ამოქმედებას. მან შექმნა მძლავრი ნედლეულის(კერძოდ ურანის) ბაზა და მისი გადამუშავების ტექნოლოგია. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის რთული ფოსფორიანი სასუქების, მოლიბდენის, სკანდიუმისა და სხვა ძვირფასი ლითონების მასალების დამზადების ტექნოლოგიის განვითარებაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი(1964), პროფესორი(1970). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.117 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |