The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბიძინა კაპანაძე

დაბადების თარიღი:2 ივლისი, 1928  (95 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1951 წელს.

1951–1953წწ. იყო ზესტაფონის გაერთიანებული საავადმყოფო–პოლიკლინიკის ქირურგიული განყოფილების ორდინატორი; 1953–1956წწ. ამავე კათედრის ასისტენტი; 1960–1980წწ. გადაუდებელი ქირურგიის კათედრის ასისტენტი; 1980 წლიდან ამ კათედრის დოცენტი. ავტორია 20 სამეცნიერო სტატიის და ორი მონოგრაფიის. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დამწოლი პერიკარდიტების ქირურგიული მკურნალობის შედეგები", დაიცვა 1972 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.139

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო–სამეურნეო საზოგადოებათა საბჭო, მთავარი სწავლული მდივანი
  • ქართული ენციკლოპედიის სამეცნიერო–სარედაქციო საბჭო, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1974 - ჯანმრთელობის დაცვის წარჩინებული
  • ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სახელობის მედალი
  • გრიგოლ მუხაძის სახელობის მედალი
  • შრომის ვეტერანის მედალი

გააზიარე: