The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი კაპანაძე

დაბადების თარიღი:15 დეკემბერი, 1924  (99 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1949 წელს.

იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რენტგენო–რადიოლოგიის კათედრის ასპირანტი, რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს რენტგენო–რადიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი; მუშაობდა თბილისის თერაპიის ინსტიტუტსა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, ამჟამად თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის რენტგენოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 22 სამეცნიერო ნაშრომის. რენტგენო–რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გარეგანი სუნთქვის ფუნქციის მაჩვენებლები თირეოტოქსიკოზით დაავადებულ ავადმყოფებში რადიოაქტიური J131 მკურნალობასთან დაკავშირებით(სუნთქვითი რენტგენ–ფიმოგრაფიული და სპიროგრაფიული მეთოდებით)", დაიცვა 1968 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.140

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - საქართველოს დამსახურებული ექიმი

გააზიარე: