შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ედიშერ გარაყანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1981 წელს(თეორიულ–საკომპოზიციო). 1987 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი; სტუდენტობისას ქართული ფოლკლორის სახელმწიფო ანსამბლში მღეროდა(შემდეგში - ანსამბლი "თბილისი"); სისტემატურად აწყობდა მოკლე თუ გრძელვადიან ექსპედიციებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ფოლკლორული ნიმუშების მოსაპოვებლად; ფართო სპექტრის ფოლკლორისტი–მკვლევარი, ფოლკლორისტთა ახლი თაობის ერთ–ერთი უნიჭიერესი წარმომადგენელი წარმატებით ათავსებდა პედაგოგიურ, სამეცნიერო, საველე–საექსპედიციო და საშემსრულებლო მოღვაწეობას; 1991–1996წწ. პერიოდულად კითხულობდა ლექციებს ჟენევაში, პარიზში, როტერდამში, ბერლინში, კიოლნში, რეგენსბურგში; 60–მდე ქართული სიმღერა შეასწავლა ინგლისელ მუსიკის მოყვარულებს ლონდონში, კარდიფში, კემბრიჯსა და ნორიჯში; მისი მოღვაწეობა დაკავშირებულია მის მიერვე დაარსებულ ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლ "მთიებთან", სწორედ "მთიებმა" ჩაუყარა საფუძველი აუთენტურ მიმართულებას, რითაც დაიკავა კიდეც განსაკუთრებული ადგილი ქართული ხალხური სიმღერის საშემსრულებლო ისტორიაში; "მთიებთან" ერთად ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას, როგორც მომღერალი; დააარსა საყმაწვილო ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული სტუდია "ამერ-იმერიც"; აქტიურად მოღვაწეობდა საქართველოს მუსიკალური საზოგადოებისა და კომპოზიტორთა კავშირის ფოლკლორის სექციისა და საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდში; სიცოცხლის ბოლომდე თანამშრომლობდა თავისივე იდეით დაარსებულ ქალთა ფოლკლორულ ვოკალურ ანსამბლ "მზეთამზესთან"; იგი სამეცნიერო ნაშრომების ავტორია, დაუცველი დარჩა გამზადებული სადოქტორო დისერტაცია, მიძღვნილი ქართული ხალხური სიმღერის შესრულების საკითხებისადმი; ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი(1997); ეთნომუსიკოლოგი. წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 54; polyphony.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |