შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ კაპანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1974–1978წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1979–1985წწ. თბილისის ცენტრალური სამედიცინო სამსახურის მთავარი ექიმის მოადგილე; 1985 წლიდან საქართველოს კურორტების მართვის საბჭოს მთავარი ექიმი. ავტორია 8 სამეცნიერო ნაშრომის, ანგიოპათოლოგიის აქტუალურ საკითხებზე. არის ჯანმრთელობის ორგანიზატორი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მისკლენორის გავლენის მორფოლოგიური საფუძვლები ექსპერიმენტული ათეროსკლეროზის განვითარებასა და რეგრესიაზე", დაიცვა 1979 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.140
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |