Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სოსო კაპანაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1962 წელს. 1962–1963 წწ. იყო ხარაგაულის რაიონის სოფელ ღორეშას საუბნო საავადმყოფოს გამგე-ექიმი; 1963–1964 წწ. ზესტაფონის რაიონული საავადმყოფოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი; 1964–1968 წწ. თბილისის მე-7 კლინიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ექიმ-ორდინატორი; 1968-1975 წწ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მიოკარდიუმის ინფარქტის განყოფილების უმცროსი, 1975–1990 წწ. უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1975–1995 წწ. ძირითად სამუშაოსთან ერთად იყო თბილისის მთავარი თერაპევტი; 1990–1994 წწ. წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი, ხოლო 1994 წლიდან გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში. 2004 წლიდან გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის სამეთვალყურეო საბჭო, თავმჯდომარე. ავტორია 73 სამეცნიერო ნაშრომის. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მიღებული აქვს კემბრიჯის უნივერსიტეტის ინტერნაციონალურ ბიოგრაფიათა ცენტრის ოქროს მედალი (1998). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტები", დაიცვა 1974 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "იშემიური დაზიანების შემოფარგვლა მიოკარდიუმის ინფარქტის დროს", დაიცვა 1994 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.141; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.186; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 527-528; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.138 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |