The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვერა კაპეტივაძე

ვერა კაპეტივაძე
დაბადების თარიღი:11 ნოემბერი, 1948  (75 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს.

1972 წელს წელს იყო I კლინიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ექიმი–ინტერნი; 1973 წელს II კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–ჰემატოლოგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრის ექიმი–ლაბორანტი; 1980 წელს ამავე კათედრის ასისტენტი; 1995 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან სნეულებათა N6 კათედრის დოცენტი. ავტორია 42 სამეცნიერო ნაშრომის. კვლევის თემა: ბუნებრივი პრეპარატების ციტრონისა და კალცილატის მოქმედების ეფექტურობის შესწავლა ზოგიერთი შინაგანი დაავადების მკურნალობაში. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო განყოფილების ექიმი-ინსპექტორი. ექიმი-თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2004).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კალიკრეინ–კინინური სისტემის ცვლილებები ფილტვების ქრონიკული დაავადებების დროს", დაიცვა 1987 წელს; სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1999 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.141; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.334

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: