The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო კარანაძე

ნინო კარანაძე
დაბადების თარიღი:23 ივნისი, 1957  (66 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1980 წელს.

1980 წელს იყო თბილისის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს თერაპიული  განყოფილების ინტერნი; 1980–1983წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის კათედრის ასპირანტი; 1983–19987წწ. მიკრობიოლოგიის კათედრის ლაბორანტი და ქალაქის პირველი კლინიკური საავადმყოფოს თვალის განყოფილების ექიმი–ორდინატორი; 1987 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრის ასისტენტი. ავტორია 18 სამეცნიერო ნაშრომის; სტუდენტთა სამეცნიერო წრის მეცნიერ–ხელმძღვანელი. საკანდიდატო დისერტაცია შესრულებული აქვს მოსკოვის ჰელმჰოლცის სახელობის თვალის რეკონსტრუქციული ქირურგიის განყოფილების ბაზაზე. ექიმი - ოფთალმოლოგი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -  "თვალის ჭრილობისა და ოპერაციის შემდგომი ინფექციის მიკრობიოლოგიური დიაგნოსტიკა და პროფილაქტიკა ".

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.141

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ოფთალმოლოგთა ასოციაცია, წევრი

გააზიარე: