The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჰამლეტ გონაშვილი

ჰამლეტ გონაშვილი
დაბადების თარიღი:20 ივნისი, 1928
გარდაცვ. თარიღი:25 ივლისი, 1985  (57 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ანაგა, სიღნაღის რაიონი.

თავდაპირველად სწავლობდა ბიოლოგიას; მუშაობდა თბილისის ტურისტულ ბიუროში, ეს მისთვის სასიამოვნო საქმე იყო; შემდეგ თეატრალურში სწავლობდა, მაგრამ ინსტიტუტის სცენაზეც სიმღერით გამოვიდა; რექტორმა მიხეილ კვესელავამ მას ურჩია, სიმღერისთვის მიეხედა; 1953–1969წწ. უკვე საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წამყვანი სოლისტი იყო; 1969–1985წწ. მოღვაწეობდა სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ "რუსთავში(სოლისტი), ანსამბლის რეპერტუარი მასზე იყო აწყობილი, ერთნაირი წარმატებით ასრულებდა როგორც ქართლ-კახურ, ისე იმერულ-გურულ სიმღერებსა და საგალობლებს, მეგრულ და აფხაზურ სიმღერებს(მთქმელის პარტიას), ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს; მთავარი მომხიბლაობა იყო განსაკუთრებული და განუმეორებელი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, რბილი ტემბრის ხმა, ვირტუოზული საშემსრულებლო ტექნიკა, დახვეწილი გემოვნება, ბგერის სიმსუბუქე და მკაფიოება; არტისტული გარეგნობით, სიმღერის დახვეწილი მანერითა და თავდაჭერილობით აღტაცებაში მოჰყავდა არა მხოლოდ ქართველი, უცხოელი მსმენელიც, პარიზში "მრავალჟამიერი" სამჯერ ამღერეს, ესპანელები ყელზე კოცნიდნენ; ანსამბლ "რუსთავთან" ერთად თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა და თავისი სიმღერით გულგრილი არავინ დაუტოვებია, მათ შორის პროფესიონალი მუსიკოსებიც; მისი რეპერტუარიდან გამორჩეულია "ურმული", "ოროველა", "წინწყარო", "წმიდაო ღმერთო", "გაფრინდი შავო მერცხალო", "დაიგვიანეს"; გააჩნდა მელოდიის არტიკულაციის უბადლო უნარი, რაც ძალიან კარგად გამოიყენა კომპოზიტორმა იაკობ ბობოხიძემ, როდესაც მან გონაშვილის ხმას თავისი რამდენიმე შედევრი("მოდი გიამბობ", "თოვლი", "მზეო თიბათვისა") მოარგო; მისი შემოქმედება, ერთი მხრივ, ხალხურ პირველწყაროსთან სიახლოვითაა აღბეჭდილი, მეორე მხრივ კი, ქართული და დასავლეთ ევროპის კლასიკური მუსიკის ესთეტიკური იდეალების ერთგვარი სინთეზია; მის მიერ შესრულებული სიმღერები დღეს უფრო და უფრო პოპულარული ხდება საზღვარგარეთ; უცხოელები ჰამლეტ გონაშვილის "ურმულსა" და "ოროველას" კინოფილმებსა და მასობრივ სანახაობებში იყენებენ, როგორც მისტიკური მოვლენის, ადამიანის ხმის შესაძლებლობის უნიკალურ გამოვლინებას; ქართველთა მიერ "საქართველოს ხმადაა აღიარებული".

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 63

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1980 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: