The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჰაიკანუშ დანიელიანი

ჰაიკანუშ დანიელიანი
დაბადების თარიღი:15 დეკემბერი, 1893
გარდაცვ. თარიღი:19 აპრილი, 1958  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა პეტროგრადის კონსერვატორია 1920 წელს.

1922–1932წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (შემდგომ ზ. ფალიაშვილი სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი); 1933–1948წწ. ერევნის თეატრის სოლისტი; 1943–1951წწ. იყო ერევნის კონსერვატორიის პედაგოგი, 1949 წლიდან პროფესორი; მას შესრულებული აქვს პარტიები: ეთერი, ლატავრა(ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი" და "ლატავრა"), ის ამ უკანასკნელის პირველი შემსრულებელია (1928), ანუში (ტიგრანიანის "ანუში"), ოლიმპია(ჩუხაჯიანის "არშაკ II"), ანტონიდა(გლინკას "სიცოცხლე მეფისათვის"); გამოდიოდა აგრეთვე როგორც საკონცერტო მომღერალი; იყო დ. არაყიშვილის რომანსების ერთ–ერთი საუკეთესო შემსრულებელი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; სომეხი მომღერალი (ლირიკული კოლორატურული სოპრანო).

 წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 72

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1946 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1939 - სსრკ სახალხო არტისტი
  • საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: