The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოგი დოლიძე

გოგი დოლიძე
ოფიციალური სახელი:გიორგი დოლიძე
დაბადების თარიღი:5 სექტემბერი, 1954
გარდაცვ. თარიღი:8 მარტი, 1996  (41 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1976 წელს (ინგლისური ენის სპეციალობით).

 1979 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის ხალხური შემოქმედების რედაქციაში რედაქტორად, უფროს რედაქტორად, 1989 წლიდან ამავე რედაქციის განყოფილების გამგედ;  1979–1996წწ. მუშაობდა საქართველოს ტელერადიო კორპორაციის ხალხური შემოქმედების რედაქციაში; 1980–1990წწ. განსაკუთრებით პოპულარული გახდა როგორც საესტრადო მომღერალი, იყო შესანიშნავი სოლისტი და პარტნიორი (მღეროდა დუეტში ე. მამალაძესთან, მ. ძიძიგურთან, მ. ჯაბუასთან, თ. ჭოხონელიძესთან ერთად); 1976–1983წწ. მღეროდა ფოლკლორულ ანსამბლ "ფაზისში", 1986 წლიდან კი ანსამბლ "ქართულ ხმებში", ამ ანსამბლთან ერთად გასტროლებით შემოიარა მრავალი ქვეყანა(გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია, ინგლისი, ესპანეთი, ბელგია, იტალია, შვეიცარია); ის ძირითადად მაინც საესტრადო სიმღერების შემსრულებელია, ამ ჟანრით გატაცება ხალხური სიმღერების მისეულ შესრულებაშიც აისახა და განსაკუთრებული ელფერი შესძინა; 1999 წელს ის მეოცე საუკუნის საუკეთესო საესტრადო ქართველ მომღერალ მამაკაცად დაასახელეს; თბილისში 24-ე სკოლის წინ, სადაც ის სწავლობდა, დაიდგა მისი ბიუსტი.

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 81

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: