შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანდუყაფარ ამილახვარი![]()
ბიოგრაფიაანდუყაფარ გივის ძე ამილახვარი იყო ქართლის მსხვილი ფეოდალი, ირანული ორიენტაციის ფეოდალთა ლიდერი, თავადური რეაქციის ტიპობრივი წარმომადგენელი XVII საუკუნის I მეოთხედის ქართლში. ირანის წინაააღმდეგ გიორგი სააკაძის მეთაურობით მოწყობილი აჯანყების დროს, 1625 წელს ქართველებმა შეიპყრეს და არშის ციხეში დაამწყვდიეს. მარაბდის ბრძოლაში გამარჯვებულმა ირანელებმა ამილახვარი გაათავისუფლეს და მამული დაუბრუნეს. იგი ზედიზედ აწყობდა ლაშქრობებს მეზობელი ფეოდალების წინააღმდეგ. ამოწყვიტა ღაზნელთა საგვარეულო, ააოხრა მცხეთა და გაძარცვა ეკლესია-მონასტრები. ამილახვარის დაღუპვის შემდეგ მოწინააღმდეგებმა ამოწყვიტეს მისი ოჯახი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.128
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |