The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანდუყაფარ ამილახვარი

დაბადების თარიღი:15??
გარდაცვ. თარიღი:1626
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ანდუყაფარ გივის ძე ამილახვარი იყო ქართლის მსხვილი ფეოდალი, ირანული ორიენტაციის ფეოდალთა ლიდერი, თავადური რეაქციის ტიპობრივი წარმომადგენელი XVII საუკუნის I მეოთხედის ქართლში. ირანის წინაააღმდეგ გიორგი სააკაძის მეთაურობით მოწყობილი აჯანყების დროს, 1625 წელს  ქართველებმა შეიპყრეს და არშის ციხეში დაამწყვდიეს. მარაბდის ბრძოლაში გამარჯვებულმა ირანელებმა ამილახვარი გაათავისუფლეს და მამული დაუბრუნეს. იგი ზედიზედ აწყობდა ლაშქრობებს მეზობელი ფეოდალების წინააღმდეგ. ამოწყვიტა ღაზნელთა საგვარეულო, ააოხრა მცხეთა და გაძარცვა ეკლესია-მონასტრები. ამილახვარის დაღუპვის შემდეგ მოწინააღმდეგებმა ამოწყვიტეს მისი ოჯახი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.128


გააზიარე: