The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბარძიმ ამილახვარი

დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:17??
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ბარძიმ (ქოიარ) თაყას ძე ამილახვარი იყო ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XVI საუკუნის II ნახევარში, საამილახვროს უფროსი, პროთურქული დასის მეთაური. იბრძოდა ქართლის მეფის სიმონ I-ის  წინააღმდეგ და მხარს უჭერდა მის პოლიტიკურ მეტოქეს, კახეთის მეფე ალექსანდრე II-ის, რომელსაც ცოლად ჰყავდა ბარძიმის ასული თინათინი. სიმონ I-ის ირანში ტყვეობისას ავიწროებდა მეფის ოჯახს, დედოფალ ნესტან–დარეჯანს. მისი დახმარებით დაიკავეს თურქებმა გორის ციხე და ზემო ქართლის სხვა ციხეები. სიმონ I-ის დაბრუნების შემდეგ(1578) ამილახვარი დააპატიმრეს, ჩამოართვეს ამილახორობა და მამულების ნახევარი. შემდგომში პოლიტიკურ ასპარეზს ჩამოსცილდა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.128


გააზიარე: