The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ამირინდო ამილახვარი

დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:თებერვალი, 1772
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ამირინდო ავთანდილის ძე ამილახვარი იყო ქართლ–კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე. 1735 წლიდან, როგორც ამილახორი იყო ზემო ქართლის სადროშოს სარდალი და გორის მოურავი. მხარს უჭერდა თეიმურაზ II-ისა და ერეკლეს II-ის ქართლში გამეფებას. იმ დროს ქართლ–კახეთში პოლიტიკურ ვითარებათა ცვლილებების გამო რამდენჯერმე დაკარგა ამილახორობა, მაგრამ საბოლოოდ დაიბრუნა იგი პაატა ბატონიშვილის შეთქმულების შემდეგ(1765). ააშენა ბერბუკის გალავანი, გაიყვანა სარწყავი არხი, შეაკეთაქ ციხე–სიმაგრეები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.128


გააზიარე: