შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დემეტრე ამილახვარი![]()
ბიოგრაფიადემეტრე ამილახვარი იყო XVIII საუკუნის 50–60–იანი წლების პოლიტიკური მოღვაწე, ქართლის სამეფო კარის სახლთუხუცესი, გივი ამილახვრის ბიძაშვილი და თანამებრძოლი, ალექსანდრე ამილახვრის მამა, ერეკლე II–ის მოწინააღმდეგე ბანაკის ერთ–ერთი მეთაური. თავდაპირველად თეიმურაზ II და ერეკლე II ანგარიშს უწევდნენ მას და დაუმოყვრდნენ კიდეც. თეიმურაზ II–ის ასული ელისაბედი ცოლად შერთეს დემეტრე ამილახვრის ვაჟს გიორგის. ერეკლე II–მ დაარღვია ეს ქორწინება და ამილახვარი პოლიტიკურ ასპარეზს ჩამოაცილა. 1765 წელს იგი მონაწილეობდა პაატა ბატონიშვილის შეთქმულებაში. მეთაურობდა ე. წ. "მარკოზაშვილის დარბაზის" მემარჯვენე ფრთას. შეთქმულების დამარცხების შემდეგ, სახელმწიფო დარბაზმა ერეკლე II–ის თხოვნით საჯაროდ გაასამართლა პაატა ბატონიშვილის თანამოაზრენი, დემეტრე ამილახვარს ჩამოართვა მამულები, ქონება და "სახალხო შერცხვენით" დასაჯა. ფიზიკური სასჯელისაგან დაინდეს ავადმყოფობის გამო. გარდაიცვალა 80–იან წლებში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.129
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |