შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანასტასია ვირსალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა პეტერბურგის კონსერვატორია 1909 წელს. 1921-1968წწ. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში(1923 წლამდე თბილისის მეორე კონსერვატორიაში), 1932 წლიდან პროფესორი, მრავალი წლის მანძილზე კათედრის გამგე; 1926 წელს შემოქმედებითი მივლინებით იყო ბერლინში; ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას; იყო პიანისტთა II(1935) და III(1937) საკავშირო კონკურსების ჟიურის წევრი; კონსერვატორიასთან "ნიჭიერ ბავშვთა ჯგუფის" დაარსებიდან(1934–1938 წლიდან – ცენტრალური მუსიკალური ათწლედი) მისი პროფესორი; აღზარდა 100-ზე მეტი მოწაფე(მათ შორის დ. ბაშკიროვი, ელისო ვირსალაძე, ლ. ვლასენკო); შექმნა საფორტეპიანო სკოლა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სტილის ფაქიზი შეგრძნება, დახვეწილი გემოვნება, ბგერის მაღალი კულტურა; ის ავტორია მთელი რიგი მეთოდოლოგიური ხასიათის წერილებისა და მოგონებებისა მისი მასწავლებლის ა. ესიპოვას შესახებ; იყო პირველი ქართველი მუსიკოსი ქალი, რომელმაც მიიღო უმაღლესი მუსიკალური განათლება, პიანისტი და პედაგოგი, ქართული პიანისტური საშემსრულებლო და პედაგოგიური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ცნობილი პიანისტის - ელისო ვირსალაძის ბებია. წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 100; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 4.-თბ.,1979.-გვ. 418; მამულიშვილთა სავანე.-თბ.,1994.-გვ. 25; klasikurimusika.wordpress.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |