The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ამბროსი ნეკრესელი

ოფიციალური სახელი:ზაქარია მიქაძე
დაბადების თარიღი:1728
გარდაცვ. თარიღი:1812  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:კალიგრაფი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

ამბროსი ნეკრესელი (წილკნელი, მანგლელი) იყო სასულიერო მოღვაწე, მქადაგებელი. 1794–1812 წლებში იყო ნეკრესის ეპისკოპოსი. მხარს უჭერდა ერეკლე II–ის პოლიტიკას. იგი წერდა ლექსებსაც, თუმცა  უმთავრესად ცნობილია, როგორც ბრწყინვალე საეკლესიო ორატორი. მისი ქადაგებანი გამსჭვალულია დიდი პატრიოტული გრძნობით, მათში აისახა 1785 წლის ომარ–ხანის კახეთზე თავდასხმის ისტორია, ლეკების თარეშით გამოწვეული ქვეყნის ჭირ–ვარამი, 1795 წელს აღა–მაჰმად ხანის გამანადგურებელი შემოსევა, გულისტკივილი საქართველოში არსებული შინააშლილობის გამო და სხვ. ამბროსი ნეკრესელი დიდ იმედს ამყარებდა ერთმორწმუნე რუსეთის დახმარებაზე და ზრუნავდა ერეკლე II–ის პოლიტიკური კურსის განმტკიცებისათვის. იგი მიზნად ისახავდა ქვეყნის მძიმე და საგარეო და საშინაო ვითარების წარმოჩენას და ამით მრევლის პატრიოტულ აღტკინების გაძლიერებას. მრავალი სასულიერო წიგნის გარდა გადაუწერია საქართველოს ისტორია. იგი იყო თავისი დროის ერთ–ერთი საუკუთესო კალიგრაფთაგანი, წერდა ნუსხურითა და მხედრულით.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.123; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.136

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: