The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ ლეჟავა

თეიმურაზ ლეჟავა
დაბადების თარიღი:14 მაისი, 1939  (84 წლის)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1963 წელს. 1963-1968წწ. საკავშირო აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტის და შემდგომ საკავშირო სამედიცინო აკადემიის მორფოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი.

1968-1969წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჟორდანიას სახელობის ქალის ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის ინსტიტუტის გენეტიკის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1969-1970წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ციტოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, შემდეგ - გენეტიკის განყოფილების გამგე; 1975 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენეტიკის კათედრის გამგე; 2011 წლიდან გენეტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი. ავტორია 8 სახელმძღვანელოსი და 3 მონოგრაფიის. მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობს ადამიანის გენომის კვლევები ნორმასა და პათოლოგიათა შემთხვევებში, განსაკუთრებით დაბერების გენეტიკაში. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1968 წელს; 1984 წელს სანკტ-პეტერბურგში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.

წყარო: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.geწიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.82

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი, გერონტოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის მიერ "Sandoz Prize"-ში გერონტოლოგიის განხრით გამოქვეყნებული წარმატებული ნაშრომებისთვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: