შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ევგენი ვრონსკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სოროჩინსკოე, ახლანდელი სამარის ოლქი. 1909 წლიდან მღეროდა მოსკოვისა და ოდესის საოპერო თეატრების სცენებზე (ბარიტონი); 1915–1919წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; შესრულებული აქვს პარტიები: ონეგინი (პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი"), რიგოლეტო (ჯ. ვერდის "რიგოლეტო"), დემონი (რუბინშტეინის "დემონი"); 1925 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, 1932 წლიდან იყო პროფესორი; ო. ბახუტაშვილ–შულგინასთან ერთად იგი ქართული ვოკალური პედაგოგიური სკოლის ერთ–ეერთი ფუძემდებელია; მისი მოწაფეები იყვნენ: დ. ანდღულაძე, დ. ბადრიძე, დ. გამრეკელი, ვ. კანდელაკი, ბ. კრავეიშვილი, ნ. ხარაძე. წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 103 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |